ჩვენს შესახებ

Wings Magazine – ფრთაშესხმული იდეა

2023 წლის ივნისის თვიდან ქართულ ბეჭდურ მედია სივრცეს ახალი ჟურნალი შეემატა. Wings Magazine — ეს არის იდეა, რომელიც შავი ზღვის ლურჯ ტალღებში დაიბადა და მიზნად ისახავს მკითხველამდე მიიტანოს ყველაზე საინტერესო ისტორიები ადამიანებზე, მათ განვლილ გზებზე, დიდ ბრძოლებსა და შთამბეჭდავ გამარჯვებებზე.

ჟურნალის თითოეული ნომერი ეძღვნებათ ქალებს – ძლიერი და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. მათ, ვისი დაუღალავიძალისხმევითაც ჩვენი სამყარო უკეთესი, უფრო თბილი და ჰუმანური ხდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე საქართველო სწორედ ქალების მხრებზე დგას. მათი ამაგი და თავგანწირვაგანუზომელია, განსაკუთრებით კი იმ მძიმე პერიოდებში, როდესაც მათ საკუთარ თავზე აიღეს უდიდესი პასუხისმგებლობა ოჯახებისა და ქვეყნის გადასარჩენად.

გამოცემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ჟურნალის ფურცლებზე მუდმივად გაეცნობით იმ
მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და ქალბატონებისთვის საჭირომხარდაჭერის აღმოჩენას. ჩვენ გვჯერა, რომ პრევენცია და სწორი ინფორმაცია ჯანსაღი მომავლის საწინდარია.

ყოველ ნომერში დეტალურად მიმოვიხილავთ წარმატებული ქალების ცხოვრებისეულ გზას — მათ მიღწევებს როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე დიდ ბიზნესში. ეს არის ისტორიები, რომლებიც შთაგვაგონებს და ძალას გვმატებს.

მინდა წარმატება, სიძლიერე, გამბედაობა და საინტერესო დღეებით სავსე ცხოვრება ვუსურვო თითოეულ ქალბატონს, რადგან სამყაროს წონასწორობა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული.
ლამაზ მოგზაურობას გისურვებთ Wings-ის მედია სამყაროში.