ხატია პაქსაძე
გამოქვეყნდა: 04.05.2026
ხატია პაქსაძე – ქალი, რომელიც ეკონომიკიდან ესთეკის სამყაროში გადმოინაცვლა და საკუთარი თავი, წარმატება და ბედნიერება იპოვა. დღეს ის არამხოლოდ წარმატებული ლაზეროთერაპევტი, არამედ მენტორია, რომელიც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას სხვებსაც უზიარებს.
ხატიას მიერ დაარსებული ცენტრი „ლაზერ ლუქს სთარი“ ბათუმში ორ ლოკაციაზე– ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე ფუნქციონირებს.
ეს არის ადგილი, სადაც სითბო, სიყვარული და პროფესიონალიზმი ერთიანდება, ხოლო მომხმარებლები თანამედროვე ესთეტიკური სერვისებითა და მეგობრული გარემოთი მუდმივად კმაყოფილები ტოვებენ სივრცეს.
დღეს „ლაზერ ლუქს სთარი“ ქალების საყვარელი ადგილია, სადაც ისინი იღებენ ხარისხიან მომსახურებას, სილამაზესა და განტვირთვას ერთდროულად.
გვიხარია, რომ ქალბატონ ხატიასთან საუბრის საშუალება მოგვეცა.
– როგორ აღმოაჩინეთ ესთეტიკის სამყარო და რა გზა გაიარეთ აქამდე?
ესთეტიკური სამყარო მუდამ მომხიბვლავი იყო ჩემთვის. ვინაიდან პროფესიით ეკონომისტი ვარ, მოწყენილი 10 წლის სამსახურეობრივი დაძაბული და სტრესული გრაფიკიდან გამომდინარე, ესთეტიკის სამყარო ჩემთვის აღმოჩენაც იყო და გამოწვევაც.
ვინაიდან ჩემთვის ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ბევრი ქარტეხილი გავიარე, რომ დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ლაზეროთერაპევტი ვყოფილიყავი.
– თქვენი ცენტი „ლაზერ ლუქს სთარი“ უკვე წარმატებით ფუნქციონირებს – როგორია თქვენი გუნდი და რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ცენტრი „ლაზერ ლუქს სთარი” – ადგილი, სადაც სითბო, სიყვარული და ოჯახური გარემოა.
ამ ეტაპზე ჩემთან დასაქმებულია 10 ულამაზესი და უნიჭიერესი ქალბატონი.
ვფიქრობ, თუ კი გამიმართლა, ნამდვილად გამიმართლა თანამშრომლებში. რომ არა ისინი და მათი შრომისმოყვარე, ენერგიული, საქმისადმი სიყვარულით გამორჩეული ხასიათი, მხოლოდ ჩემი მზაობა და შრომა საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რაც ერთად შევქმენით.
ჩვენი გუნდური დამოკიდებულებითა და მომხმარებლის სიყვარულით ვქმნით და ვთავაზობთ საზოგადოებას სხვადასხვა ესთეტიკურ სერვისებს, როგორიც არის დიოდის ლაზერული ეპილაცია 2025 წლის ინოვაციური აპარატებით, ენდოსფერო თერაპია, კოსმეტოლოგიური და ინექციური პროცედურები.
ამჟამად ჩვენი სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს ორ ლოკაციაზე – ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე შეუძლია.
– როგორი გამოცდილებაა ორი ცენტრის მართვა?
ორი ცენტრის მართვა ნამდვილად იყო დასაწყისისთვის რთული და შრომატევადი, მაგრამ როდესაც ვხედავდი ჩემი დაწესებულებიდან კმაყოფილი, ბედნიერი ქალბატონები გადიოდნენ, ეს მაძლევდა ძალას, რომ გამეზარდა ჩემი ბიზნეს საქმიანობა, დამემატებინა სხვადასხვა აპარატურები და პროცედურები. ძალიან მოკლე დროში უამრავი ქალბატონისთვის იქცა ჩემი სივრცეები საყვარელ ლოკაციად.
– როგორ აფასებენ „ლაზერ ლუქს სთარს” თქვენი მომხმარებლები?
ხშირად აღნიშნავენ ჩვენი ერთგული მომხმარებლები, რომ ჩვენი ცენტრი გამოირჩევა სიკოხტავით, სინარნარით და სილამაზით. მათთვის ეს არის განტვირთვის ადგილი, რადგან აქ სულ სასიამოვნო გარემოა. მოსვლა უხარიათ, რადგან აქ ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც სითბოსა და სიყვარულს ასხივებენ, და ეს აურა მომხმარებლებზეც აისახება. დიახ, ეს ასეა – ადამიანი და მით უმეტეს ქალი მაშინ არის ლაღი, ლამაზი და ბედნიერი, როცა აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს და მისთვის სასიამოვნოა.
– რას გრძნობთ დღეს თქვენი საქმიანობის მიმართ?
ვფიქრობ, კიდევ აქ გამიმართლა, რომ ჩემი თავი ვიპოვე და დაკავებული ვარ საქმიანობით, რომელიც მაბედნიერებს.
ვუსურვებდი ყველა ადამიანს და ქალბატონს, დაკავებულნი იყვნენ საქმიანობით, რომელიც უყვართ, რათა საუკეთესოები იყვნენ ყველგან და ყოველთვის.

