მაია ჟღენტი-კილაძე

გამოქვეყნდა: 27.04.2026

დავიბადე 1960 წლის 14 აგვისტოს, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ სუფსაში. 1977 წელს დავამთავრე სუფსის საშუალო სკოლა. სწავლა გავაგრძელე თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი — ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

ვმუშაობდი სახელმწიფო გამომცემლობის გაზეთებში კორესპონდენტად. შემდეგ მოღვაწეობა გავაგრძელე ფილოლოგად, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

ლენტებით ქარგვა ჩემი ჰობია. ხშირად ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში. მიყვარს ყვავილები და მაბედნიერებს მათი გაცოცხლება სურათებში.