ელენე ფაღავა
გამოქვეყნდა: 27.04.2026
ელენე ფაღავა – მედიცინის აკადემიური დოქტორი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (ლონდონის უნივერსიტეტი), სამედიცინო განათლების სპეციალისტი. ელენე ფაღავა არის ექიმი, პედაგოგი (ასოცირებული პროფესორი), მეცნიერი (89 სამეცნიერო სტატიის და ერთი წიგნის ავტორი) და საერთაშორისო ჟურნალის თანარედაქტორი. ის აგრეთვე პოლიგლოტიცაა – მშობლიური ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, გერმანული. 2021 წლიდან ელენე ფაღავა აქტიურად ხატავს. ის არის საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული 13 ჯგუფურ გამოფენასადა ორ ონლაინ კონკურსში (Spandan International Award for Excellence in Art).

