ხათუნა იაკობიძე
გამოქვეყნდა: 26.04.2026
მე ვარ ხათუნა იაკობიძე, დაბადებული 1971 წლის 11 მარტს. პროფესიით ინჟინერი ვარ და ვმუშაობ სს „საქართველოს რკინიგზაში“. ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარს და ამ მიმართულებით თვითნასწავლი ვარ. ყოველთვის მიზანდასახულად ვმუშაობდი და დიდ ყურადღებას ვუთმობდი საკუთარი ცოდნისა და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას. ვფლობ სხვადასხვა ტექნიკას: ქარგვას, ქსოვასა და დეკორატიული ხელოვნების მრავალ მიმართულებას.
თექის ხელოვნებას, როგორც თავისუფალი მსმენელი, ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში; იქ შექმნილი ჩემი ნამუშევარი სამახსოვროდ გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დღეს სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ასევე, დედათა მონასტრის დედებთან ერთად მონაწილეობა მივიღე გარდამოხსნის ნაქარგზე მუშაობაში, რომელიც ამჟამად კვლავ სამების ტაძარშია დაცული.
ჩემი ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალური სტილით, ფერთა ჰარმონიული შერჩევითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. ხელოვნება ჩემთვის თვითგამოხატვისა და უწყვეტი შემოქმედებითი განვითარების პროცესია. ბოლო წლებში წარმატებით დავამთავრე მერი შენგელიას სტუდიაში ლენტებით ქარგვის საბაზისო კურსი, რომელსაც უძღვებოდა პედაგოგი ირინა ჯინჭა

