მაია არაყიშვილი
გამოქვეყნდა: 27.04.2026
მე ვარ მაია არაყიშვილი, პროფესიით სტომატოლოგი. წლებია ვმუშაობ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში — სივრცეში, რომელიც ძალიან მიყვარს.
დაახლოებით 30 წლის წინ, ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით, დავიწყე ქარგვა. თავდაპირველად ეს იყო ჰობი, რომელიც უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ქარგვა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ გამოფენაში და ასევე მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა.
ვარ „საქართველოს მქარგველთა და ხელმარჯვეთა ასოციაციის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ამ ასოციაციამ არაერთი მეგობარი შემძინა და წინ მრავალი საინტერესო გეგმა გვაქვს.
ჩემი მეორე გატაცება წერაა, რომელიც ასევე ერთი შემთხვევის წყალობით დავიწყე და დღეს ჩემი სამყაროს კიდევ ერთი ბედნიერი ნაწილი გახდა.

