მანანა დიდებულიძე

გამოქვეყნდა: 27.04.2026

მე ვარ მანანა დიდებულიძე. დავიბადე 1950 წლის 31 მარტს, ქალაქ თბილისში. 1967 წელს დავამთავრე თბილისის 76-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს ტელევიზიაში, სტენოგრაფ-მბეჭდავ მემანქანის პოზიციაზე, სადაც ვიმუშავე 5 წლის განმავლობაში. რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მეორად ფაკულტეტზე ლაბორანტად, სადაც ასევე 5 წელი დავყავი.

ამის შემდეგ დავამთავრე სამედიცინო სასწავლებელი და მუშაობა დავიწყე თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში, თერაპიული განყოფილების ექთნად. აქ 20 წელი ვიმუშავე. ამჟამად ვარ პენსიონერი. მყავს მეუღლე — ნოდარ დიდებულიძე და შვილი — დავით დიდებულიძე, რომელიც არის მხატვარი და ამჟამად იმყოფება გერმანიაში.

ოჯახში მატერიალური გაჭირვების გამო მომიწია საბერძნეთში გამგზავრება (2001-2012 წწ.). იქ ძალიან გამიჭირდა სულიერად სამშობლოსგან და ოჯახისგან შორს ყოფნა, რის გამოც დამემართა დეპრესია. დახმარებისთვის მივმართე ეკლესიას, სადაც მოღვაწეობდა ქართველი მღვდელი; მან მირჩია, დავკავებულიყავი ხელსაქმით, რომელიც მეხერხებოდა. რადგანაც ქარგვას ბავშვობიდანვე ბებია მასწავლიდა, გადავწყვიტე გამეხსენებინა ეს საქმე. 2007 წლიდან დავიწყე ქარგვა. სწორედ ქარგვამ, რომელსაც დღემდე ვაგრძელებ, გადამარჩინა და დამიბრუნა სულიერი სიმშვიდე.