მარიამ ქელბაქიანი
გამოქვეყნდა: 27.04.2026
„მე მარიამ ქელბაქიანი ვარ, პროფესიით ინჟინერი. ჩემი კარიერა ტექნიკურ და ფინანსურ სფეროებს დაუკავშირდა — ოც წელზე მეტი ერთ-ერთ საწარმოში ვმუშაობდი, სადაც მაღალი პასუხისმგებლობა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო.
მიუხედავად რაციონალური პროფესიისა, ბავშვობიდან განსაკუთრებულ სიყვარულს ხელსაქმისა და ყვავილების მიმართ ვგრძნობდი. შემოქმედებით სამყაროსთან აქტიური დაბრუნება მოგვიანებით შევძელი: თანამედროვე ტექნოლოგიებმა და სოციალურმა ქსელებმა გზა გამიხსნა ახალი ცოდნისკენ. სწორედ ასე აღმოვაჩინე მერი შენგელიას ხატვის სტუდია და ქარგვის ოსტატი ირინა ჯინჭარაძე.
უკვე ერთი წელია, რაც ლენტებით ქარგვისა და ხატვის ხელოვნებას ვეუფლები. ამ დროის განმავლობაში არაერთ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სტუდიაში შეძენილი მეგობრები და ის გარემოა, სადაც შემოქმედება და ადამიანური კავშირები ერთიანდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც საკუთარ სამყაროს ხელოვნების ენით გვიზიარებს

