ნათელა ჯანაშია
გამოქვეყნდა: 27.04.2026
მე ვარ ნათელა გივის ასული ჯანაშია. დავიბადე 1970 წლის 21 აგვისტოს, ქ. მარტვილში. 1977-88 წლებში ვსწავლობდი ქ. მარტვილის პირველ საშუალო სკოლაში. სკოლის პერიოდში ქარგვის, კერვისა და ქსოვის სიყვარული ჩამინერგა ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, ეკატერინე ესართიამ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ვიმუშავე ჩემი სპეციალობით.
შემდეგ გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა და გავიარე ლაზეროთერაპევტის კურსი. ამჟამად ვარ ლაზეროთერაპევტის სერტიფიცირებული სპეციალისტი. პარალელურად ვაგრძელებ ქარგვას, რომელიც იქცა ჩემს ჰობად. 2024 წელს პირველად მივიღე გამოფენაში მონაწილეობა, სახელწოდებით „საშობაო სიზმარი“. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები შესულია კატალოგში და გავხდი მქარგველთა ასოციაციის წევრი.
2025 წელს მივიღე მონაწილეობა კიდევ ორ გამოფენაში და დაჯილდოებული ვარ სიგელებით. ვქარგავ ძაფებით, ლენტებით, ალმასებითა და საიუველირო მძივებით. ამჟამად მაქვს 60-მდე ნამუშევარი.

