ნონა ბერაძე

გამოქვეყნდა: 26.04.2026

მე ვარ ნონა ბერაძე. დავიბადე 1962 წლის 15 აპრილს. 1985 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) სამშენებლო ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში ვმუშაობდი ქ. ზუგდიდის სამშენებლო ტექნიკუმში. 1986-1987 წლებში ვმუშაობდი ჩხოროწყუს ტექაღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროში ინჟინრად. 1987-1992 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახელმწიფო აგროსამმართველოს მშენებლობის საწარმოო გაერთიანების საგეგმო-საწარმოო განყოფილების ინჟინრად. 1992-2000 წლებში ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში უფროს სპეციალისტად.

ბავშვობიდან მიყვარს ხელსაქმე: ვკერავ, ვქსოვ, ვქარგავ. სხვადასხვა მასალისგან ვაკეთებ კალათებს, ქოთნებსა და სხვა ნივთებს. ბოლო დროს გამიტაცა ლენტებით ქარგვამ, რასაც წარმატებით დავეუფლე მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული ძალიან ბევრ გამოფენაში, დაჯილდოებული ვარ სიგელებითა და დიპლომებით. მყავს მეუღლე და სამი შვილი.