თეა იორამაშვილი

გამოქვეყნდა: 27.04.2026

დავიბადე 1983 წელს ქალაქ გორში. აკადემიური განათლება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მივიღე, სადაც დავეუფლე გეოგრაფ-ბიოლოგის პროფესიას. ხელოვნებისადმი ლტოლვა ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო — ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში დამოუკიდებლად ავითვისე ქსოვა, ქარგვა და მაკრამეს ხელოვნება.

დროთა განმავლობაში, ჩემი შემოქმედებითი გატაცება მთავარ პროფესიად იქცა. 2017 წელს დავეუფლე სუტაჟის რთულ და დახვეწილ ტექნიკას, რამაც ჩემი მხატვრული თვალსაწიერი კიდევ უფრო გააფართოვა. დღეს ვმოღვაწეობ, როგორც სამკაულების დიზაინერი. პარალელურად, ჩემს საბუნებისმეტყველო ცოდნას ვიყენებ ნატურალური საპნებისა და კრემების შექმნაში, რომლებსაც სიყვარულით ვამზადებ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. ჩემს შემოქმედებაში მეცნიერული სიზუსტე და ხელოვნების ესთეტიკა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.